Monday, June 25, 2012

ჯორჯ ორუელის საქართველო - კავშირი სააკაშვილსა და ღორ ნაპოლეონს შორის


ჯორჯ ორუელის საქართველო - კავშირი სააკაშვილსა და ღორ ნაპოლეონს შორის
"იყო ბნელი და უკუნი; ახლა მოვიდა რევოლუცია და განათდა"...
პოლიკარპე კაკაბაძე, "ყვარყვარე თუთაბერი"


ყველა ცხოველი თანასწორია

"ცხოველების ფერმა" - ჯორჯ ორუელის სატირული ალეგორია ტოტალიტარულ მმართველობაზე, სამწუხაროდ, ყველას, ვისაც ეს ნაწარმოები წაკითხული აქვს, საქართველოს თანამედროვე ისტორიას გაახსენებს. ჩვენ, ამქვეყნიური სამოთხის შენება 2003-ში დავიწყეთ. "ცხოველების ფერმის" მოსახლეობის მსგავსად, ავჯანყდით და განვდევნეთ დემონები. ისევე, როგორც აღნიშნული ნაწარმოების ცხოველებმა, ქართველებმაც ავირჩიეთ მესია. აჯანყებულ ცხოველებს მესიად ღორი "ნაპოლეონი", ჩვენ კი მიშა გვყავდა.

თბილისის წიგნის ფესტივალის ქრონიკა
თბილისის წიგნის ფესტივალის ქრონიკათბილისისი წიგნის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ეს ფესტივალი ჩემთვის ორი მიზეზის გამო იყო მნიშვნელოვანი: როგორც წიგნის მოყვარულისთვის და როგორც საფესტივალო ბლოგის ავტორისთვის. აღნიშნულ ბლოგზე ოთხივე საფესტივალო დღეს ვაშუქებდი და შეუძლებლად ჩავთვალე, რომ ამ მოვლენისთვის შემაჯამებელი პოსტი არ მიმეძღვნა და თქვენთვის არ გამეზიარებინა ის დაგრივილი ემოციები, რომელიც ოთხი საფესტივალო დღის განმავლობაში მივიღე. მაშ ასე, გთავაზობთ შემაჯამებელ პოსტს. ყველაფერი თავიდან დავიწყოთ:

იმისთვის, რომ წიგნის ფესტივალზე გამომცემლობა "პალიტრა L" თქვენს წინაშე ღირსეულად წარდგენილიყო, მზადება ფესტივალამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და მასში "მედიაპალიტრის" რამდენიმე განყოფილება ჩაერთო.

გამომცემლობის მენეჯმენტი, პიარის, კრეატივისა და დიზაინერების გუნდი საკუთარ იდეებს ერთი დიდი მაგიდის ირგვლივ წარადგენდა. ხანგრძლივი მოსამზადებელი მუშაობის შემდეგ გადაწყდა, რომ წლევანდელი წიგნის ფესტივალის მთავარი მოვლენა პროექტი "მაკულიტერატურა" უნდა გამხდარიყო.

პატრიარქის პატრიარქატი?


პატრიარქის პატრიარქატი?
კვირა დღე, მეტწილად, ძილში, ლუდის სმასა და ფილმების ყურებაში გავატარე. საღამოხანს მამასთან ერთად საავადმყოფოში, დედაჩემის მოსანახულებლად წავედი. დედამ ოპერაცია გაიკეთა - ფეხში ხელოვნური სახსარი ჩაუსვეს. 

საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ, სახლში მოსულმა, ფეისბუქი შევამოწმე. ჩემი 1,500 "ფრენდლისტის" "ნიუსფიდზე" ერთი თვალის შევლება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი - ჩემი ფეისბუქელი მეგობრების აღშფოთებული, ზოგის ცინიკური, ზოგიერთის კი უცენზურო სტატუსები პატრიარქის საკვირაო ქადაგების გამოძახილი იყო. რამდენიმე სიტყვით, ე.წ. თეგებით რომ შევაჯამო ათეული მეგობრის სტატუსები, დაახლოებით ასეთ სურათს მივიღებთ:
Tags: პატრიარქი, ქადაგება, ტაშტი, დაბანვა, სექსიზმი, პატრიარქატი...

დღის განმავლობაში ახალი ამბებისთვის არ მიყურებია და თავდაპირველად ბევრს ვერაფერს მივხვდი, სანამ ერთმა ჩემმა მეგობარმა ეს "ნიუსი" არ მომაშველა:
ილია მეორემ მრევლ ქალებს მოუწოდა "დაფიქრდნენ თავიანთ მოვალეობაზე".

დაავადებები, რომლებიც "სიამოვნებით" გადადის


დაავადებები, რომლებიც "სიამოვნებით" გადადის

პოსტი სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის!
თქვენ, სავარაუდოდ, თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ინტერნეტში ატარებთ. ხშირად ამოწმებთ შეტყობინებებსა და სტატუსებს ფეისბუქზე, კითხულობთ ფორუმებსა და ათეულობით ინტერნეტგვერდს. ღებულობთ ინფორმაციას ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე სხვადასხვა ტიპის მოვლენებზე, ეცნობით სპორტის სიახლეებს, "სელებრითების" ცხოვრებას. უყურებთ გასართობ, არაფრისმომცემ, თუმცა თავშესაქცევ ვიდეოებს, თუმცა გაგიჭირდებათ გაიხსენოთ შემთხვევა, როდესაც ინტერნეტში მიზანმიმართულად მოძებნეთ და წაიკითხეთ ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომელიც სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.
უმორჩილესად გთხოვთ, დარჩეთ ამ გვერდზე და ბოლომდე, ყურადღებით ჩაიკითხოთ პოსტი, სადაც დღეისათვის ყველაზე პრობლემატურ დაავადებებზე, მეტწილად კი C ჰეპატიტზე მოგაწვდით ინფორმაციას. გაგაცნობთ თავად დაავადებას, მის გავრცელების გზებს და რაც მთავარია, ამ პოსტში მიიღებთ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა აირიდოთ C ჰეპატიტით დაავადების საფრთხე.

რამდენიმე თვის წინ, ჯანდაცვის საერთაშორისო მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგაშო სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოში 180 მილიონი ადამიანია

ქართული მედიის ტრაგიკომედია მთავრობის სხდომათა დარბაზში - ნიკა გილაურთან შეხვედრის დეტალები


ქართული მედიის ტრაგიკომედია მთავრობის სხდომათა დარბაზში - ნიკა გილაურთან შეხვედრის დეტალები
სოციალური მედიის როლი და გავლენა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში სულ უფრო იზრდება.
Facebook-ზე უკვე დიდი ყურადღებით ეკიდებიან საკუთარი გვერდების მართვას ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ჩემი დაკვირვებით მათგან ყველაზე აქტიური დავით ბაქრაძის გვერდია, რომელიც პერიოდულად "Facebook-ის მოსახლეობასთან"  "ონლაინ" შეხვედრებიდან "ოფლაინ" შეხვედრებსაც თანხმდება. 

2 მარტს, სოციალური მედიის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებთან, ბლოგერებთან შეხვედრა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა ისურვა. შეხვედრას მეც ვესწრებოდი. იმ ფონზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრისა და შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არასამთავრობო მედიას თითქმის არ ეძლევა, მერწმუნეთ, შეხვდე პრემიერს ბლოგერის სტატუსით და დასმულ შეკითხვეზე პასუხი მიიღო, დიდი ფუფუნებაა.

შეხვედრა სახელმწიფო  კანცელარიაში, მთავრობის სხდომათა დარბაზში შედგა.
საუბარი რამდენიმე თემას შეეხო, თუმცა ჩემი პოსტი ძირითადად ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას და პრემიერის პასუხს ეძღვნება. იმის გამო, რომ შეხვედრის ეს ეპიზოდი ძალიან საინტერესო მეჩვენება, გადავწყვიტე ამ საუბრის დეტალები სტენოგრამის ფორმატში შემოგთავაზოთ. 

რატომ ეპოტინება ქეთა პუტინს


რატომ ეპოტინება ქეთა პუტინს
მომღერლების პოლიტიკური რეპერტუარი...
რა დატვირთვა აქვს მუსიკოსებისთვის პოლიტიკურ სიმღერას?
ეს არის  მათი პოლიტიკური პოზიცია, თუ ჩვეულებრივი კომერციული დაკვეთა? 
ასეა თუ ისეა, ფაქტია, რომ პოლიტიკური სიმღერა მთელ მსოფლიოში მოთხოვნადი და ძვირადღირებულია. მაგალითისთვის ბარბარა სტრეიზანდიც კმარა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში "დემოკრატიული პარტიის" აქტიური მხარდამჭერი იყო და პოლიტიკური აგიტატორობა საკმაოდ სარფიან საქმიანობადაც აქცია.

ჩემი აზრით, საუკეთესო პოლიტიკური სიმღერის ფორმულა ასეთია: მელოდიური მუსიკა და ემოციური, თუმცა მარტივად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი ტექსტი. სწორედ ასეთი იყო შევარდნაძის რეჟიმის მხარდამჭერი, ჯემალ სეფიაშვილის "გიხაროდენ", რომელიც შეიძლება ითქვას, რომ პირველი ქართული პოლიტიკური სიმღერაა. 

ომახიანი სააკაშვილი და ”მუმიფიცირებული, მოწყენილი და დაბღვერილი " ოპოზიცია


ომახიანი სააკაშვილი და ”მუმიფიცირებული, მოწყენილი და დაბღვერილი " ოპოზიცია
დიდი ხანია არაფერი დამიწერია. არაფერი ხდებოდა ჩემთვის საინტერესო. პოლიტიკაში ყველაფერი ძველებურად არის, ერთადერთი სიახლე ბიძინა ივანიშვილი და მისი მომავალი პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია გახლდათ, თუმცა არც ამაზე ვაპირებდი არაფრის დაწერას. საერთოდაც, ალბათ კიდევ კარგა ხანს არ შეგაწუხებდით ჩემი პოსტებით, რომ არა მიშა სააკაშვილი... ასეა, უნდა ვაღიარო, რომ სააკაშვილი ჩემი ინსპირატორია!

დღეს მიშამ კიდევ ერთი საავადმყოფო გახსნა, ამჯერად ცაგერში.

მიშას აქამდეც ბევრი საავადმყოფო გაუხსნია (რიგში კიდევ ათობით საავადმყოფო დგას) და კაცმა რომ თქვას, არც ამ საავადმყოფოს გახსნა იყო სხვა საავადმყოფოების გახსნისგან გამორჩეული. აქაც, ისევე როგორც სხვაგან, ჯერ ახლადაშენებული საავადმყოფო შემოიარა, მერე პაციენტი ინახულა, შემდეგ ხალხს მიმართა. მიმართვა, ტრადიციულად, მიშას მთავარი იმედის, "იმედის" პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.