ბლოგის მეობა

თუ თვალები გაქვს დაბრმავებული და ვერ ხედავ, როგორ მოასფალტდა მთა და მდელო ...

თუ არ გჯერა, რომ მიშას მარტო ჰალსტუხი აქვს ნაჭამი ...

თუ იმდენად დაუნახავი ხარ, რომ გაღაჟღაჟებული ქუჩებიდანაც კი ვერ ხედავ გვირაბის ბოლოსკენ მიმავალ საქართველოს ...

თუ გჯერა, რომ ინგა გრიგოლია პოლიტიკოსია ...

თუ თვლი, რომ შორენა ბეგაშვილი მსახიობი კი არა, პორნო არტისტია ...

თუ არ გაღელვებს შაშკინის მომავალი ...

თუ გაღელვებს ვერა ქობალია ...

თუ ხვდები, რომ ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის
თუ ნინო ბურჯანაძეში მსახიობს ხედავ და გია ბურჯანაძეში პოლიტიკოსს ...

თუ მიგაჩნია, რომ გუბაზ სანიკიძე ქვეყნის მთავარი თამადაა, მაშინ დაასხით ქართველებო, საქართველოს მომავლისა დავლიოთ!