Friday, November 26, 2010

ჟამი რევულუციისა



ქართველები ტრადიციების მოყვარული ერი ვართ.  
გვაქვს ტრადიცია სუფრის (მთელი თავისი დრამატულობითა და ამბებით), თამადის (მაშ, როგორ! - გუბაზ სანიკიძის შენიშვნა),  სმა-ჭამისა და მისი შემდეგი მონელებისაც კი...

  ნუ, ეს ერთი, ყველაზე გაბაზრებული ტრადიციაა, რომელიც უკიდეგანო მსოფლიოში ჩვენს სავიზიტო ბარათადაც კი იქცა. 



  ასეთივე ტრადიციაა წელიწადის მიწურულს, ნოემბრის თვეში -  ჟამი რევულუციისა (მაშ, როგორ! - გუბაზ სანიკიძის შენიშვნა).



განსხვავებით სხვა მრავალი ტრადიციისა, რევულუციის ტრადიცია  სათავეს უახლოეს წარსულში იღებს:



ტრადიცია ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად იცვლება. ..

რევულუციის ტრადიციამ  ცვლილება ხანმოკლე დროში განიცადა. 
ამერიკული ჰეფი ენდი დრამატულმა დასასრულმა შეცვალა ...


   ბევრი ქართული ტრადიციაა, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილი, გარკვეული მიზეზების გამო, არ იზიარებს. 
 დაკვირვებები ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანაში რევულუციის ტრადიციის მოზიარე საშუალოდ 200 000 ადამიანია. ვერაფერს იტყვი, საკმაოდ ეფექტური რიცხვია... 
  ტრადიციულად, პირველ რიგში, 200 000 ადამიანი თამადას ირჩევს (მაშ, როგორ! - გუბაზ სანიკიძის შენიშვნა).  მერე ... მერე ყველაფერი ისეა, როგორც სუფრაზე ... 
  თამადა მრავლისმეტყველი სახით ეფექტურ სიტყვას ამბობს. 
მისი გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავია, რომ სანდო წყაროს ცნობით, თურმე სასიქადულო მამულიშვილებს, ნუ იტყვით და  ტაოსაც კი აყრის (მაშ, როგორ! - გუბაზ სანიკიძის შენიშვნა) ...
  ქართული სუფრის ტრადიციის მსგავსად, რევულუციის ტრადიცია არა მარტო თამადას, მოადგილეებს, ე.წ. დელეგატებსაც საჭიროებს. მათ კონკრეტული დანიშნულება აქვთ - წესრიგის დაცვა და თამადის სადღეგრძელოების განვრცობა - გავრცელება. 
  მოკლედ, ეს ორი ტრადიცია ერთი-ერთზე ჰგავს  ერთმანეთს. ორივე მათგანს ახასიათებს თეატრალური ელემენტები, დროში გაწელვა, დრამა, ისა, ესა ...
 ნუ, მოკლედ ... ნოემბერია ... ჟამი რევულუციისა!



პ.ს.  - ლიკუშ!
        - ჰაო! :)
        - ლიკუშ, ჩვენს ქორწილში გუბაზ სანიკიძემ უნდა ითამადოს! (მაშ, როგორ! - გუბაზ სანიკიძის შენიშვნა)

No comments:

Post a Comment